სენაკში ეგრისობის სახალხო დღესასწაული იმართება

სენაკში სახალხო დღესასწაულს ეგრისობას აღნიშნავენ. დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, - შეჯიბრება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შესულ სახეობებში - ისინდი, ცხენბურთი და მარულა.
ასევე, იგეგმება მოკლე ტური ნოქალაქევის მუზეუმში, ქართული, ესტონური და უკრაინული ტრადიციების ამსახველი ფოტოების დათვალიერება. დღესასწაულს ესწრებიან როგორც სენაკელები, ასევე სხვა რეგიონებიდან და ქვეყნებიდან მოწვეული სტუმრები.
ეგრისობა საღამოს გალა კონცერტით დასრულდება.
ეგრისობის სახალხო დღესასწაული, რომელიც 2013 წელს, 26 წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა, ყოველი წლის შემოდგომაზე იმართება.
წყარო