ბავშვებისთვის სტრესული რეკლამა Spotify-ზე დაბლოკეს

მუსიკალურ აპლიკაციაზე Spotify ბავშვებისთვის სტრესული რეკლამა დაბლოკეს. ამის შესახებ BBC წერს.
სარეკლამო ბანერზე საშინელებათა ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდი მაშინ გამოჩნდა, როდესაც მომხმარებელი მუსიკას უსმენდა.
სარეკლამო სტანდარტების სააგენტოს (ASA) განმარტებით, რეკლამამ აპლიკაციის ახალგაზრდა მომხმარებლები შეაშინა.
Spotify-ს განუმარტეს, რომ სარეკლამო სტანდარტები არ უგულებელყოს.
წყარო