Header Ads

ცნობილი კანადელი პიანისტის ცხედარი სხვაში აერიათ და უცხო ოჯახმა დაკრძალა

სკოტ კუშნი

ცნობილი კანადელი პიანისტი, სკოტ კაშნი პოლიციამ აგვისტოში დაკარგულად გამოაცხადა, თუმცა გაირკვა, რომ ის უკვე გარდაცვლილია და მისი ცხედარი სამი თვის წინ უცხო ოჯახმა დამარხა. ამის შესახებ BBC წერს. 

მაშინ, როცა პიანისტი გაუჩინარდა, კიდევ ერთი კანადური ოჯახი ეძებდა დაკარგულ ახლობელს. კაშნის ცხედარის პოვნის შემდეგ პოლიციამ მიიჩნია, რომ მიცვალებული სწორედ ამ ოჯახის ახლობელი იყო. ოჯახმა პიანისტი დაკრძალა და ამ დრომდე სჯეროდათ, რომ მიწას საკუთარი ნათესავი მიაბარეს. 

ცოტა ხნის წინ ამ ოჯახში დაბრუნდა ადამიანი, რომელიც გარდაცვლილი ეგონათ. გამოძიება განახლდა და გაირკვა, რომ ცხედარი არა უცნობი კაცის, არამედ სკოტ კაშნის იყო. 

სკოტ კაშნი 1938 წელს დაიბადა. ის უსინათლო იყო. ჯერჯერობით დაუდგენელია მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოება.

წყარო
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.