ქარდავა და შიუკაშვილი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ბრალს არ აღიარებენ

თბილისის საქალაქო სასამართლო ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გიორგი მერებაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.
როგორც გიორგი მერებაშვილის ადვოკატი ამბობს, ის ორი დღის წინ დააკავეს. ადვოკატ კახა ხვისტანის თქმით, ბრალდება აბსურდულია და პროკურატურის მასალაში მერებაშვილის წინააღმდეგ არ არსებობს არცერთი პირდაპირი ჩვენება.
საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვთ კუდის ყოფილ ჩინოსნებს რევაზ შიუკაშვილსა და ლევან ქარდავას. შიუკაშვილის ადვოკატის ქეთი მირიანაშვილის თქმით, გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა ეჭვქვეშ დგას. ადვოკატს საქმის მასალები გუშინ,16 ოქტომბერს გადაეცათ.
'ამ ჩანაწერებზე ფონოსკოპიური ექპერტიზა ჩატარდა 2016 წელს და თუ პროკურატურას ჰქონდა იმის მტკიცებულება, რომ ჩადენილი იყო დანაშაული, რატომ მოხდა დღეს ამ ბრალდების წარდგენა და არა მაშინ როცა, ექპერტიზამ ამ ჩანაწერების ავთენტურობა ცნო', - ამბობს ადვოკატი ქეთი მირიანაშვილი. რევაზ შიუკაშვილი ბრალს არ აღიარებს.
ლევან ქარდავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილიც აცხადებს, რომ ქარდავა პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
'როგორ შეიძლება იმ ჩანაწერებზე ბრალია წაყენება, რომლებიც ორი წლის წინ გავრცელდა ერთ-ერთ პირზე, რომელსაც ბრალსაც ვერ უყენებენ, ეს არის გიორგი დგებუაძე. ჰოლანდიამ უარი თქვა ამ საქმის გამო ბრალის წარდგენაზე. არსებობს ჩანაწერი, რაც რეალობას არ შეესაბამება, ნიმუშიც არ აუღიათ, რომ შეედარებინათ. სხვა მტკიცებულება არ არსებობს, მოწმეები არ ამხელენ ლევან ქარდავას', - ამბობს ადვოკატი.
შიუკაშვილი და ქარდავა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმეზე სასჯელს უკვე იხდიან.
მთავარი პროკურატურის განცხადებით, „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, იპოვეს შსს-ს აუდიოჩანაწერები, რომლებიც 2007 წლის 4 და 5 თებერვლით თარიღდება. ჩანაწერებში კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავენ, მათ შორის ცდილობენ გადმოიბირონ ბიზნესმენის დაცვის წევრი. ამასთან ჩანაწერებით ირკვევა, რომ პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული. საქმეზე ბრალდებულები არიან: გიორგი დგებუაძე, რევაზ შიუკაშვილი, ლევან ქარდავა და გიორგი მერებაშვილი.
პროკურატურამ საქმეში არსებული აუდიოჩანაწერებიც გამოაქვეყნა.
თბილისის საქალაქო სასამართლო ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე გიორგი მერებაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.როგორც გიორგი მერებაშვილის ადვოკატი ამბობს, ის ორი დღის წინ დააკავეს. ადვოკატ კახა ხვისტანის თქმით, ბრალდება აბსურდულია და პროკურატურის მასალაში მერებაშვილის წინააღმდეგ არ არსებობს არცერთი პირდაპირი ჩვენება.
საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვთ კუდის ყოფილ ჩინოსნებს რევაზ შიუკაშვილსა და ლევან ქარდავას. შიუკაშვილის ადვოკატის ქეთი მირიანაშვილის თქმით, გავრცელებული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა ეჭვქვეშ დგას. ადვოკატს საქმის მასალები გუშინ,16 ოქტომბერს გადაეცათ.
"ამ ჩანაწერებზე ფონოსკოპიური ექპერტიზა ჩატარდა 2016 წელს და თუ პროკურატურას ჰქონდა იმის მტკიცებულება, რომ ჩადენილი იყო დანაშაული, რატომ მოხდა დღეს ამ ბრალდების წარდგენა და არა მაშინ როცა, ექპერტიზამ ამ ჩანაწერების ავთენტურობა ცნო", - ამბობს ადვოკატი ქეთი მირიანაშვილი. რევაზ შიუკაშვილი ბრალს არ აღიარებს.
ლევან ქარდავას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილიც აცხადებს, რომ ქარდავა პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
"როგორ შეიძლება იმ ჩანაწერებზე ბრალია წაყენება, რომლებიც ორი წლის წინ გავრცელდა ერთ-ერთ პირზე, რომელსაც ბრალსაც ვერ უყენებენ, ეს არის გიორგი დგებუაძე. ჰოლანდიამ უარი თქვა ამ საქმის გამო ბრალის წარდგენაზე. არსებობს ჩანაწერი, რაც რეალობას არ შეესაბამება, ნიმუშიც არ აუღიათ, რომ შეედარებინათ. სხვა მტკიცებულება არ არსებობს, მოწმეები არ ამხელენ ლევან ქარდავას", - ამბობს ადვოკატი.
შიუკაშვილი და ქარდავა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების საქმეზე სასჯელს უკვე იხდიან.
მთავარი პროკურატურის განცხადებით, „ფარული კადრების ჩამწერი პირების საქმეზე“, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს, იპოვეს შსს-ს აუდიოჩანაწერები, რომლებიც 2007 წლის 4 და 5 თებერვლით თარიღდება. ჩანაწერებში კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავენ, მათ შორის ცდილობენ გადმოიბირონ ბიზნესმენის დაცვის წევრი. ამასთან ჩანაწერებით ირკვევა, რომ პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული. საქმეზე ბრალდებულები არიან: გიორგი დგებუაძე, რევაზ შიუკაშვილი, ლევან ქარდავა და გიორგი მერებაშვილი.
პროკურატურამ საქმეში არსებული აუდიოჩანაწერებიც გამოაქვეყნა.წყარო
