Header Ads

მიქაუტაძის თქმით, მურუსიძის...

მიქაუტაძის თქმით, მურუსიძის...

გიორგი მიქაუტაძე



იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი მიქაუტაძემ ‘იმედი LIVE’-ის ეთერში სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე უპასუხა შეკითხვებს.


გიორგი მიქაუტაძის თქმით, უზენაეს სასამართლოში ახლა 10 მოსამართლეა, ახალი კონსტიტუციით კი 28 მოსამართლე უნდა იყოს. პიველ და მეორე ინსტანციაში კი ჯამში 300-მდე მოსამართლეა, და იმისთვის, რომ სასამართლოებში გადატვირთულობა მოიხსნას, სულ მცირე  100 მოსამართლე უნდა დაემატოს სისტემას. ამის დასტურად კი მიქაუტაძემ კვლევის შედეგები მოიყვანა.


გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ ქართულ სასამართლო სისტემაში ბევრი და კარგი რეფორმა გატარდა, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით.


‘დღევანდელი სასამართლო არის დამოუკიდებელი. მოხდა საქმეთა ნაკადის ზრდა, რამაც გამოიწვია გადატვირთულობა, ჩემი კოლეგების შრომის შედეგად ესეც დავძლიეთ და მალე ამის შედეგებსაც ნახავს საზოგადოება’, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.


რაც შეეხება ბოლო კვირის ყველაზე მნიშვნელოვან თემას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციან სიას, მიქაუტაძე ამბობს, რომ აქამდეც უნდა გამოეწვია ამ პრობლემას დისკუსია: ‘სად იყო ეს შეფასებები და კრიტიკა მაშინ, თუნდაც ერთი წლის წინ, როდესაც იგივე სიტუაცია გვქონდა სასამართლოში’, – კითხულობს მიქაუტაძე და ამ კონტექსტში სასამართლოებში მოსამართლეობის ნაკლებობას ასახელებს.


‘ჩვენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გვაქვს რთული სიტუაცია უზენაეს სასამართლოში. ძალიან ცოტა მოსამართლე გამწესდა და ბევრს გაუვიდა ვადა. ამიტომ შეიქმნა კრიზისული ვითარება. სწორედ აქედან იყო გამოწვეული ჩვენი გადაწყვეტილება, მე ვფიქრობ, რომ აქამდეც უნდა მოყოლოდა შეფასებები. სად იყო ეს შეფასებები და ეს კრიტიკა მაშინ, როდესაც ერთ წლის წინ თუნდაც იგივე სიტუაცია გვქონდა სასამართლოში.


ჩვენ ეს ბევრჯერ გვინახავს და ასე ხდება ხოლმე პერსონალიების გაშავება, დემონიზება. ჩვენ წარდგენილი გყვავს კანდიდატები, რომლებიც ჩემს გარდა ყველა სააპელაციო სასამართლოშია და ეს ინსტაცია ყველაზე ახლოს არის უზენაეს სასამართლოსთან. არის ოთხი მოსამართლე, რომელსაც უზენაეს სასამართლოში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს’, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.


რაც შეეხება იმას, თუ რატომ მაინცდამაინც ლევან მურუსიძე, რომელთან დაკავშირებითაც როგორც მმართველ გუნდში, ასევე საზოგადოებაში მის წარსულ საქმეებთან დაკავშირებით, შესაბამისად კი მის კეთილსინდისიერებაზე კითხვები არსებობს, მიქაუტაძე პასუხობს:


‘მოსამართლე ფასდება კომპეტენტურობით და კეთილსინდისიერებით. მე ვერ მოვისმენე კომპეტენტურობაზე არგუმენტები. კეთილსინდისიერებასთან მიმართებით მნიშვნელობა აქვს, რომ იყოს გამოცდილი მოსამართლე და ჰქონდეს ნამუშევარი, რათა ჩვენ შევძლოთ მისი გამოცდილებიდან შევაფასოთ მისი კეთილსინდისიერება’, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.


მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატები მოქმედი მოსამართლეები არიან და ამ ან წინა შემადგენლობის საბჭოს უკვე ნამსჯელები აქვს მათ უვადო გამწესებაზე და უკვე შეფასებული აქვს მათი კომპეტენტურობა და კეთილსინდისიერება.


‘თუ არსებობს ამაზე კითხვები, ჩვენ და მე მზად ვართ, კონკრეტული არგუმენტების ფონზე კონკრეტული პასუხები გავცე’, – განაცხადა მიქაუტაძემ.


მიქაუტაძის თქმით, კეთილსინდისიერების კრიტერიუმის შეფასება მარტივი არ არის. ‘პირველი ის არის, რომ ადამიანი კეთილსინიდისერია თუ ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ იქნება წარმოდგენილი. სხვაგვარად ამის შეფასება შეუძლებელია. 


როდესაც გადაწყვეტილება კანონიერია ივარაუდება, რომ კანონი არის სამართლიანი. ამას გულისხმობდა მურუსიძე, როცა ნულოვანი ტოლერატნობის პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე საუბრობდა. იმ ნულოვანი ტოლერანტობის პერიოდში შექმნილი კანონებით მუშაობა სასასმართლოსთვის მუშობა ადვილი არ იყო. ეს რა თქმა უდნა უკამყოფილებას გამოიწვევდა და ვიღაც დაარქმევდა რომ იყო უსამართლო გადაწყვეტილება, მაგრამ ეს იყო კანონიერი’, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ. 


სასამართლოს მიმართ საზოგადოებაში არსებულ ნდობასთან დაკავშირებით, გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ ეს დიდი გამოწვევაა და თან არა მხოლოდ საქართველოში.


‘ამას თავისი მიზეზები აქვს და ეს მიზეზები ობიექტურიც არის და სუბიექტურიც. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემა მაქსიმალურად გახნსილია და ყველა დაინტერესებულ პირთან ნებისმიერ თემაზე გვაქვს დიალოგი. პირადად ვცდილობ, რომ აუცილებლად გავცე ამ კითხვებს პასუხი’, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.


რაც შეეხება იმას, შესაძლებელია თუ არა რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია შეიცვალოს, მიქაუტაძე ამბობს, რომ ეს გამორიცხული არ არის და იხსენებს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას.


‘არ არის გამორიცხული რომ სია შეიცვალოს. მათ შორის არ არის გამორიცხული, რომ რეგულაციებზეც გვქონდეს კონსულტაციები და წარდგენილ კანდიდატებზეც’, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.


მოსამართლეთა სიის განახლების შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ 28 დეკემბერს გააკეთა. მაშინ მან თქვა, რომ სია განახლდება. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ჯერ გაიწერება პროცედურა-კრიტერიუმები და განახლებული სია ამის შემდეგ იქნება წარმოდგენილი.


24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.


კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.


სიამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში კრიტიკა გამოიწვია. 26 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების გადაწყვეტილებას მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს. ამ ამბის გამო, 27 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. მიზეზად კი სწორედ მოსამართლეთა სია დასახელდა. 


27 დეკემბერსვე  იუსტიციის საბჭომ ლევან მურუსიძე მოსამართლედ უვადოდ გაამწესა. ეს გადაწყვეტილება საბჭომ ცოტა ხის წინ მიიღო. მას მხარი 11-მა წევრმა დაუჭირა. ლევან მურუსიძის გარდა უვადოდ კიდევ 5 მოსამართლე გაამწესეს.




წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.