Header Ads

ბოლოკის „ჩიფსები“ – გემრიელი სასუსნავი...

ბოლოკის „ჩიფსები“ – გემრიელი სასუსნავი...


კარტოფილის „ჩიფსების“ ჯანსაღი ალტერნატივა – ბევრი ცხიმი არ სჭირდება!



საჭირო პროდუქტი:


ბოლოკი – 10-15 ცალი


ზეითუნის ზეთი


პილპილი


მარილი



მომზადება:


1) გააცხელეთ ჰაერღუმელი 150 გრადუსამდე; საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი ან ცხობისთვის განკუთვნილი სპეციალური სილიკონის საფენი;


2) ბოლოკი საგულდაგულოდ გარეცხეთ და თხელ ფენებად დაჭერით. შემდეგ ჩააწყვეთ ჯამში, დაასხით ზეითუნის ზეთი, დააყარეთ პილპილი და მარილი გემოვნებით და კარგად აურიეთ;


3) შემდეგ დაალაგეთ საცხობ ფირფიტაზე და შედგით ჰაერღუმელში. აცხვეთ დაახლოებით 1 საათი.


თუ „ჩიფსები“ არასაკმარისად ხრამუნა იქნება, გამორთულ ღუმელში 10-15 წუთი დატოვეთ. ღუმელის კარი ოდნავ გადმოხსნილი უნდა იყოს.



სულ ესაა.


გემრიელად მიირთვით!


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.