70 წლის განმავლობაში პირველად ჩინეთის...
70 წლის განმავლობაში პირველად ჩინეთის...

2018 წელს ჩინეთის მოსახლეობა 1,27 მილიონით შემცირდა. ამის შესახებ Agence France-Presse წერს.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ჩინეთში დაბადებული ბავშვების რაოდენობა 2017 წელთან შედარებით 2,5 მილიონით შემცირდა.
ბოლო 70 წლის განმავლობაში ეს მოსახლეობის შემცირების პირველი შემთხვევაა. ამის შესახებ ოფიციალური მონაცემები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. ჩინეთის სტატისტიკის ბიურო განახლებული მონაცემების გამოქვეყნებას იანვრის ბოლომდე გეგმავს.
2017 წელს ჩინეთში 1,39 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა.
