8 წლის გოგო ჰოლივუდში ფილმს იღებს
8 წლის გოგო ჰოლივუდში ფილმს იღებს

8 წლის მსახიობი გოგო, ბრუკლინ პრინსი ჰოლივუდში ფილმს იღებს. ამის შესახებ მოზარდის Instagram გვერდიდან გახდა ცნობილი.
„ვოცნებობ, ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა რეჟისორი გავხდე. დღეს ჩემი რეჟისორული მოგზაურობა დაიწყო“, – წერს ბრუკლინი Instagram-ზე.
ფილმის პირობითი სახელწოდებაა „ფერები“. სიუჟეტის დეტალები ჯერ უცნობია. გოგოს სამსახიობო დებიუტი შონ ბეიკერის ფილმში „პროექტი ფლორიდა“ შედგა, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი უილიამ დეფომ ითამაშა.
