კახა კალაძე პატრიარქს დაბადების დღეს...
კახა კალაძე პატრიარქს დაბადების დღეს...


თბილისის მერი, კახა კალაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.
დიდი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. ჩვენს პატრიარქს ვუსურვებ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას ჩვენი ერის სულიერი და ეროვნული გაძლიერების საქმეში, აღნიშნულია კახა კალაძის მისალოც გზავნილში.
პატრიარქს დღეს 86 წელი შეუსრულდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა.

წყარო: marshalpress.ge
