ვახტანგ ძაბირაძე: ქართულ ოცნებაში...
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, კერძოდ კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სიაში ჩასასმელად ბრძოლა დაიწყო.
ასე აფასებს პოლიტოლოგი „აიპრესთან“ „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებას. მისივე თქმით, ბესელიას ჯგუფმა პოლიტიკურად მშვენიერი დრო შეარჩია.
„პროცესი ჯერ მხოლოდ დაიწყო. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის მეორე ტალღა. ადრე იყო ჭიჭინაძე და ფოფხაძე. პროცესი ამით არ დასრულდება. იმიტომ, რომ აქ ძირითადი პრობლემა არის ის თუ, პარლამენტის რომელი გუნდი გახდება საყრდენი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
რა თქმა უნდა ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს. მიმდინარეობს ბრძოლა ადგილების მოპოვებისთვის, 2020 წლის საპარლამენტო სიაში მოსახედრად. კიდევ გამოჩნდება სხვა ჯგუფი. იმიტომ, რომ ყველასთვის ადგილი არ იქნება. ხალხი ეძებს თავის ადგილს „ოცნებაში“ ან „ოცნების გარეთ“, განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
კითხვაზე, მოსამართლეების თემა პოლიტიკური მიზნისთვის არის გამოყენებული თუ რასთან გვაქვს საქმე? პასუხობს:
„არა მთლად ასე ვერ ვიტყვით. ის ხალხი, ვინც 2012-ში „ქართულ ოცნებაას“ უჭერდა მხარს, მათთვის მოსამართლეთა ეს კორპუსი სრულიად მიუღებელია. უბრალოდ პოლიტიკურად მშვენიერი მომენტი შეარჩიეს, როდესაც უმრავლესობიდან უნდა წახვიდე რაიმე სერიოზული მოტივით. საერთოდ ლაპარაკი კი არ იქნება, ვინ რა მოიფიქრა და რა გააკეთა. ლაპარაკი იქნება იმაზე, რომ მიუღებელი მოსამართლეობის კანდიდატების გამო მათ დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობა. ეს ერთი მხარეა, ხოლო მეორე მხარეა ის, რომ ამ მოსამართლეებს საზოგადოებაშიც ნეგატიური შეფასება აქვს ამ მოსამართლეებს. როდესაც ვამბობ, რომ პოლიტიკურად სწორი ნაბიჯია-მეთქი, ამას ვგულისხმობ. მათი ნაბიჯი თანხვედრაშია საზოგადოებრივ აზრთან. საკუთარი ხედვები გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებისთვისაც“, განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი
