ექსპერტიზის დასკვნა მაჩალიკაშვილის...
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა და ადვოკატი თბილისის პროკურატურაში კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნას გაეცნენ. შეხვედრა პროკურატურაში, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა.
როგორც ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა, სამხარაულის ექსპერტებმა ბოლომდე ვერ გაბედეს დაეწერათ, ის, რაც სპეცოპერაციის დროს მოხდა.
ექსპერტიზას უნდა დაედგინა, სპეცრაზმელის მიერ ტყვიის გასროლის დროს ცდილობდა თუ არა მაჩალიკაშვილი წინააღმდეგობის გაწევას.
კუბლაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ჩანაწერი, რომელიც დასკვნაში გაკეთდა, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის თავი ლოგინის დაზიანებული ადგილის ქვევით.
„ყველა კვლევა, ყველა ექსპერტიზა, რაც იყო საქმის მასალებში და სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ექსპერტებმა კითხვაზე თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა თემირლანმაჩალიკაშვილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ცეცხლნასროლი დაზიანებების მიყენების მომენტში, ამ კითხვაზე პასუხი დამოუკიდებელმა ექსპერტებმა მაია ნიკოლეიშვილმა და ზაზა ალთუნაშვილმა პირდაპირ გასცეს, სადაც დააფიქსირე ვიზირების ხაზი, რაც გულისხმობს მსროლელიდან ლოგინის ფრაგმენტზე გასულ სწორ ხაზს. მათი მტკიცებით და დასკვნით, თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა იყო ზუსტად ვიზირების ხაზის ქვემოთ, ანუ თავი იყო ლოგინის ქვეშ,“- განაცხადა ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა
