Header Ads

თიანეთში 2 ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრილია

თიანეთში 2 ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრილია



სისხლიანი დაპირისპირება მოხდა თიანეთში. ფაქტი Imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.


როგორც უწყებაში განმარტეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაბა თიანეთში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 და დაჭრილია 1 ადამიანი.  


დაპირისპირება კაცებს შორის თიანეთის საავადმყოფოს ეზოში მოხდა. არსებობს ვერსია, რომ ერთ-ერთი მოკლული საავადმყოფოს ექიმის მეუღლეა. ის თიანეთში ხარაგაულიდან იყო ჩასული.


სამართალდამცველები კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას ატარებენ. დანიშნულია ექსპერტიზები.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.