Header Ads

„ომეგა ჯგუფმა“ აქციზური მარკები მიიღო

„ომეგა ჯგუფმა“ აქციზური მარკები მიიღო

ომეგა



კომპანის „ომეგა ჯგუფმა“ აქციზური მარკები მიიღო. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.


‘კომპანია “ომეგა ჯგუფი” გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ წარმატებებს თითოეული მოქალაქის ოჯახში და მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვულოცავთ ახალ წელს “ომეგას” თანამშრომლებს, რომლებსაც მიეცათ საშუალება, რომ დაბრუნებოდნენ თავის სამუშაო ადგილს, აგრეთვე, ვულოცავთ მათ, ვინც ახლო მომავალში დაუბრუნდებიან კომპანიას, რადგან “ომეგამ “ მიიღო აქციზური მარკები, წარმატებულად განაახლა პროდუქციის წარმოება და ეს პროცესი იმედს იძლევა, რომ კომპანია შეძლებს ადრინდელი მოცულობით წარმართოს საქმიანობა თავისი თითოეული თანამშრომლის, ქვეყნის ბიუჯეტისა და საერთო მომავლის საკეთილდღეოდ,’- წერია განცხადებაში.


27 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ‘ომეგა ჯგუფმა’ ბიუჯეტში საკუთარი დავალიანებიდან 1 მილიონი ლარი შეიტანა. მაშინ imedinews-თან ომეგას გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა გადახდილი ვალის ნაწილის სულ სხვა ოდენობა – 2 მილიონი ლარი დაასახელა. 


შემოსავლების სამსახურში კი თქვეს, რომ თუ ამ თანხაში კომპანია აქციზური მარკების შესაძენ საფასურსაც გულისხმობს, ეს ვალის უზრუნველყოფას არ ნიშნავს.


ომეგა ჯგუფსა და სახელმწიფოს შორის წარმოქმნილი უთანხმოება კომპანიის მხრიდან ბიუჯეტის მიმართ არსებულ დავალიანებას უკავშირდებოდა, თუმცა ამ ფაქტს ორივე მხარე სხვადასხვაგვარად აღიქვამდა. 


‘ომეგა’ აცხადებდა, რომ სახელმწიფო მასზე რეკეტს ახორციელებდა და ამის დასტურად სხვადასხვა მედიასაშუალებით ფარული ჩანაწერების სერიის გამოქვეყნება დაიწყო, ხელისუფლება კი ამ ყველაფერს აფასებდა სახელმწიფოს მიმართ 50 მილიონი ლარის ოდენობით ვალის თავიდან აცილების მცდელობად.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.