Header Ads

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში...

ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში...

ქუთაისი



ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში მცხოვრებ ოჯახს სხვა მიცვალებული გაატანეს.


ოჯახმა მომხდარის შესახებ რამდენიმე დღის შემდეგ შეიტყო. გარდაცვლილთა ოჯახებმა ცხედრები რამდენიმე დღის შემდეგ გაცვალეს, უკვე მაშინ, როდესაც ერთ -ერთი უკვე დაკრძალული იყო. ორივე გარდაცვლილი ქალი იყო.


’24 დეკემბერს გადაიყვანეს პაციენტი ქუთაისში დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ჰოსპიტალში, სადაც 83 წლის ქალი ანგელინა ბარბაქაძე 31 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახმა წამოიყვანა მიცვალებული, დაკრძალა 3 იანვარს. მიცალვალებულის ნამდვილმა ჭირისუფალმა დღეს მიაკითხა ოჯახს და მიცვალებულის ამოთხრა მოითხოვა’, – თქვა საქასრიის რწმუნებულმა ზურა ბარბაქაძემ.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.