Header Ads

მსოფლიოს ყველაზე პუნქტუალური...

მსოფლიოს ყველაზე პუნქტუალური...

აეროპორტი



ანალიტიკურმა კომპანია OAG-მა 2019 წლის მსოფლიოს ყველაზე პუნქტუალური აეროპორტები და ავიაკომპანიები დაასახელა. სიის შედგენამდე გაანალიზდა 58 მილიონამდე ავიარეისი. შედეგად კი დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა კომპანიამ საუკეთესოები დაასახელა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.


ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიები არიან:


1. Copa Airlines (89.79%) – ლათინურ ამერიკაში

2. airBaltic (89.17%) – ევროპაში

3. Hong Kong Airlines (88.11%) – აზიასა და წყნარი ოკეანის არეალში

4. Hawaiian Airlines (87.52%) – ჩრდილოეთ ამერიკაში

5. Bangkok Airways (87.16%)

6. Qantas Airways (85.65%)

7. LATAM Airlines Group (85.60%)

8. Azul (85.21%) – ყველაზე იაფიანი გადამყვანი 

9. Qatar Airways (85.17%) – ტოპ კომპანია შუა აღმოსავლეთში

10. KLM (84.52%)


რაც შეეხება ყველაზე პუნქტუალურ აეროპორტებს, უკვე ზედიზედ მეოთხე წელია ყველაზე პუნქტუალური მეგა აეროპორტის ტიტულს არ თმობს იაპონიაში ჰანედას აეროპორტი (85.62%).


სიაში ასევე წამყვან ადგილზეა მოსკოვში, შერემეტოვოს აეროპორტი (87%). პუნქტუალური აეროპორტების სიაშია იაპონიის კიდევ ერთი, ოსაკას აეროპორტი (88.22%). საშუალო ზომის აეროპორტებიდან ყველაზე პუნქტუალურია პანამის აეროპორტი (91.11%). პატარა აეროპორტებიდან კი – მინსკის ეროვნული აეროპორტი (92.35%).



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.