ამსტერდამში ვან გოგის ნახატის ინსტალაცია...
ამსტერდამში ვან გოგის ნახატის ინსტალაცია...

სერბმა მხატვრებმა ივანა ელიჩმა და პავლე პეტროვიჩმა ამსტერდამის ცენტრში განათავსეს ინსტალაცია, რომელიც იმეორებს ვან გოგის ცნობილი ნამუშევრის, ,,ვარკვლავებიანი ღამის” ნაწილს.


ინსტალაცია შეიქმნა Amsterdam Light Festival-ის ფარგლებში, რომელიც 20 იანვრამდე გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში ქალაქში 30 ხელოვნების ნიმუში განთავსდა, რომელთა შორისაა 1500 ნათურისგან შექმნილი ,,გიგანტური ტუჩები” და ადამიანთა ფიგურები, ხელში სმარტფონებით, რომლებიც ანათებენ.
