ტაივანი მსოფლიოს ჩინეთისგან დაცვაში...

ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინვენი საერთაშორისო საზოგადოებას ჩინეთისგან მომავალი საფრთხეებისგან დაცვაში დახმარებას სთხოვს. ცაი ინვენი მსოფიოს მოუწოდებს, დახმარონ ქვეყანას თავისი დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვაში. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
ტაივანის პრეზიდენტის განცხადებით, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა გაუმჯობესდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა: ‘მაგრამ ამავე დროს ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სხვა ქვეყნები, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ დემოკრატიას და ღირებულებას ტაივანში, ჩვენთან ერთად იმუშავებენ’, – თქვა ცაი ინვენმა.
‘თუ საეთაშორისო საზოგადოება ტაივანის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას არ გამოხატავს – დემოკრატიას, რომელსაც ჩინეთი ემუქრება, მაშინ ჩვენ გვრჩება ერთი შეკითხვა – ვინ იქნება შემდეგი?’, – განაცხადა ტაივანის პრეზიდენტმა.
2 იანვარს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ტაივანელ ხალხს მოუწოდა, რომ ისინი ვალდებულნი არიან და იქნებიან კიდეც ჩინეთის ხელისუფლებისადმი მორჩილები. ტაივანელებსა და ჩინელებს შორის ურთიერთობების დარეგულირების 40 წლისთავთან დაკავშირებით წარმოთქმულ სიტყვაში, სი ძინპინმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მშვიდობიანი გაერთიანებისკენ, რომელიც ეფუძნება შემდეგ პრინციპს: ‘ერთი ქვეყანა – ორი სისტემა’.
