Header Ads

ცნობილია, როდის დააფიქსირებს პოზიციას...

ცნობილია, როდის დააფიქსირებს პოზიციას...

მეუფე შიო



პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საპატრიარქო პოზიციას ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს.


‘სინოდმა გამოთქვა თავისი პოზიცია. გავეცნობით ტომოსის ტექსტს და შემდეგ დავაფიქსირებთ პოზიციას. როდის იქნება განხილვა, არ ვიცი’, – აღნიშნა მეუფე შიომ.


მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა კიევის მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ახალი ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელი დოკუმენტი – ტომოსი ოფიციალურად გადასცა. ცერემონია სტამბოლის ეკლესიაში, საზეიმო ღვთისმსახურების დასრულებისთანავე გაიმართა. 


უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ხელი გუშინ მოაწერა. მანვე მართლმადიდებელ ეკლესიებს უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.