Header Ads

American Airlines-ის ბორტზე ინციდენტი მოხდა

American Airlines-ის ბორტზე ინციდენტი მოხდა

ელექტროსიგარეტი



ერთ-ერთი მგზავრის ელექტროსიგარეტი ავიაკომპანია American Airlines-ის თვითმფრინავის ბორტზე ცეცხლის გაჩენის მიზეზი გახდა. ინციდენტი ჩიკაგოს ოჰარას აეროპორტში დაფრენისთანავე მოხდა. ინფორმაციას გამოცემა Chicago Sun-Times-ი ავრცელებს.


გაზეთის მონაცემებით, ცეცხლი აკუმულატორის გადახურებამ გამოიწვია.


ავიაკომპანიის წარმომადგენლის, ლესლი სკოტის თქმით, ხანძარი მაშინვე ჩააქრეს და 138 მგზავრიდან არავინ დაშავებულა.


ინციდენტის შესახებ ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციას აცნობეს, რომლის ფუნქციებში სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებაც შედის.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.