ზუგდიდის საავადმყოფოში ორმხრივი...
ზუგდიდის საავადმყოფოში ორმხრივი...

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, პაციენტი მესტიის საავადმყოფოდან კატასტროფის სამსახურმა ცხელებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით მიიყვანა. მას დაუდგინდა დიაგნოზი – ორმხრივი ტოტალური პნევმონია, თანხმლები დაავადებებით.
მისივე თქმით, ავადმყოფი უკიდურესად მძიმე მდგომარეობით მოთავსდა კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე. მიუხედავად ჩატარებული სამედიცინო დახმარებისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
