ბოლო წუთამდე დაჯერება არ მინდოდა თქვენ თუ...
დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის არის 4 წლის ბავშვი და მისი დედა, ნათია ციცვიძე და მისი ნინო ციცვაძე არიან.
ციცვიძე სამი შვილის დედა იყო. ერთ-ერთი ბავშვი აფეთქების შედეგად მიყენებული სხეულის დაზიანებებით გუშინ იმედის კლინიკაში გარდაიცვალა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ორი გოგონა კი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს, ერთ-ერთს თავის არეში ოპერაცია დასჭირდა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. კლინიკის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე ამბობს, გამოვლენილია სისხლის დანაკარგი, რის საწინააღმდეგოდაც ღონისძიებები მიმდინარეობს, თუმცა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ბავშვი კონტაქტურია.
რუსთავი 2-ის დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი ნინო ძინძიბაძე, რომელიც გარდაცვლილების ოჯახის ახლობელია cyc.ge-ს უდასტურებს, რომ აფეთქებისას ნათია ციცვიძის და ნინო ციცვიძეც
გარდაიცვალა.
მართლაც რომ ერთი მუჭაა ეს საქარველო. ბოლო წუთამდე დაჯერება არ მინდოდა თქვენ თუ იყავით ჩემო გოგოებო. რამხელა ტრაგედია დაგვატყდა თავს- წერს ნინო ძინძიბაძე სოციალურ ქსელში.
