ბუდაპეშტში ათასობით დემონსტრანტმა „მონური...
ბუდაპეშტში ათასობით დემონსტრანტმა „მონური...

უნგრეთის დედაქალაქში ე.წ. მონური კანონის წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა. მოქალაქეებმა ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებით მიღებული კანონი გააპროტესტეს. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
როგორც წინა კვირების განმავლობაში ჩატარებული აქციები, დღევანდელი მარშიც ოპოზიციის, პროფკავშირებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული.
კანონს, რომელიც უნგრეთის პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში მიიღო, მონური ეწოდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კანონი დამსაქმებელს უფლებას აძლევს დასაქმებულს წლის განმავლობაში 400 საათით მეტი ამუშაოს. ეს ნიშნავს, რომ დასაქმებულს შესაძლოა დღიურად ზედმეტად 2 საათით მუშაობა, ან დამატებით მეექვსე დღე მუშაობა მოსთხოვონ.
