გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი...
გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი...

თოვლისა და ლიპყინულის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ისევ აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
რაც შეეხება დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტს, მათთვის მოძრაობა თავისუფალია.
როგორც უწყებაში განმარტეს, გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი შეფერხების გარეშე, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით იმოძრავებს. ეს რეჟიმი სოფელ ქვემო მლეთადან, საავტომობილო გზის 85-ე კილომეტამდე იმოქმედებს.
