ბათუმში სახურავის დაცემის შედეგად ერთ-ერთი...
ბათუმში სახურავის დაცემის შედეგად ერთ-ერთი...

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მაღალსართულიანი კორპუსიდან სახურავის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ის რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მეორეს კი ოპერაცია უტარდება.
კლინიკას ასევე მიმართა აჭარის ტელევიზიის ოპერატორმა, რომელმაც ადგილზე მუშაობისას მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
ერთ-ერთი დაშავებული ბათუმის მერიის თანამშრომელია, რომელიც ადგილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
20 წუთის შუალედში ქარმა შენობას სახურავი ორჯერ გადახადა.
საგანგებო სიტიაციების მართვის სამსახურმა 23 შეტყობინება მიიღო. ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს გადახდა სახურავი. მოგლეჯილია ხეები.
