Header Ads

ტაილანდში ტროპიკულ შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ტაილანდში ტროპიკულ შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

შტორმი



ბოლო 30 წლის განმავლობაში, ტაილანდში პირველმა ტროპიკულმა შტორმმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ The Independent-ი წერს


ქვეყანაში შტორმი „პაბუკი“ მძვინვარებს. მეტეოროლოგების განმარტებით, ქარის სიჩქარე საათში 50 კილომეტრს აღწევს.


გამოცემის ინფორმაციით, ტაილანდის სამხრეთ სანაპიროებიდან უკვე განხორციელდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია. ქვეყნაში შეზღუდულია ბორნით გადაადგილებაც. 


მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ 1989 წლის შემდეგ შტორმი „პაბუკი“ შესაძლოა ყველაზე დამანგრეველი იყოს ტაილანდისთვის. მაშინ ტაიფუნმა „გეი“ 400 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.