H1N1 ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

H1N1 ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა. ექსპერტით დადასტურდა, რომ გუშინ კაცის და ქალის გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი გახდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობა გაზრდილია, თუმცა ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს.
აქვე უწყებაში მოსახლეობას შეახსენებენ, რომ მედიკამენტი ‘ტამიფლუ’ ორსულთა და სოციალურად დაუცველთათვის უფასოა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა. უახლესი სტატისტიკით, 100 ათას მოსახლეზე ვირუსით 276 ადამიანია დაავადებული, წინა კვირაში კი ეს მაჩვენებელი 1000 ათას მოსახლეზე 221 ადამიანი იყო.
31 დეკემბერს ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვირუსების 95% ე.წ. ღორის გრიპია.
