მდინარაძის თქმით, ფოფხაძის კანდიდატურის...

ფრაქცია ‘ქართული ოცნების’ ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხდებით, პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გედევან ფოფხაძის არჩევასთან დაკავშირებით, გუნდის პოზიცია გაიზიარა. ამის შესახებ მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა.
მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ასევე დაეთანხმა მოადგილის თანამდებობიდან ფოფხაძის გაწვევის საკითხსაც.
გედევან ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გაიწვია.
გედევან ფოფხაძე 31 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობაც უნდა შეესრულებინა.
ეკა ბესელიამ გადადგომის შესახებ განცხადება 27 დეკემბერს გააკეთა.
რეგლამენტით, თავმჯდომარის მოვალეობა პირველმა მოადგილემ უნდა შეასრულოს, რომელსაც კომიტეტის უმრავლესობა აირჩევს. ეს თანამდებობა კი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ეკა ბესელიას გადადგომის შემდეგ პოსტი საკუთარი სურვილით ვანო ზარდიაშვილმაც დატოვა.
