Header Ads

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის...

მამუკა მდინარაძე



მმართველ გუნდში ადასტურებენ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა განიხილება. ამის შესახებ ‘ქართული ოცნების’ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 


‘ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა არის ერთ-ერთი, რომელიც სამომავლოდ განიხილება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, მაგრამ ამაზე საუბარი არ შეიძლება, იმიტომ რომ გადაწყვეტილება გუნდმა უნდა მიიღოს’, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


გედევან ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გაიწვია. როგორც მდინარაძემ თქვა, ამ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილიც დაეთანხმა


გედევან ფოფხაძე 31 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობაც უნდა შეესრულებინა.


ეკა ბესელიამ გადადგომის შესახებ განცხადება 27 დეკემბერს გააკეთა.


რეგლამენტით, თავმჯდომარის მოვალეობა პირველმა მოადგილემ უნდა შეასრულოს, რომელსაც კომიტეტის უმრავლესობა აირჩევს. ეს თანამდებობა კი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ეკა ბესელიას გადადგომის შემდეგ პოსტი საკუთარი სურვილით ვანო ზარდიაშვილმაც დატოვა.



წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.