Header Ads

გრიპის ვირუსის გამო რუსთავის ცენტრალურ...

გრიპის ვირუსის გამო რუსთავის ცენტრალურ...


რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, კარანტინი გამოცხადდა.


როგორც ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში ამბობენ, 25 დეკემბრიდან პაციენტთა მიმართვიანობა სულ მცირე სამჯერ არის გაზრდილი.


მათივე ინფორმაციით, დღის განმავლობაში ამბულატორიულ დახმარებას 30-ზე მეტ მოზარდს უწევს. ექიმების თქმით, გასულ წლებში ეს რიცხვი 10-ს არ აჭარბებდა.


ექიმების განცხადებით, პაციენტები ძირითადად მაღალი ტემპერატურით, საერთო სისუსტითა და პირღებინებით აკითხავენ, თუმცა არც ერთი მათგანის მდგომარეობა არ გართულებულა.


წყარო


Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.