8 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება...
8 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება...

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, 8 იანვარს თბილისის გარკვეულ უბნებში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ხერგიანის, სარაჯიშვილის და ილორის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ცისარტყელას, ჭიჭინაძის, ტრაქტორის, ბენდელიანის და ხრესილის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის, კოსტავას და ბახტრიონის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
