Windows-ის განახლებისას Microsoft-ის ხმოვანი ასისტენტი...
Windows-ის განახლებისას Microsoft-ის ხმოვანი ასისტენტი...

Microsoft-მა Windows 10-ის ინსტალაციისას ხმოვანი ასისტენტი Cortana-ს გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ The Verge-ი წერს.
ეს იმას ნიშნავს, რომ IT ადმინებისთვის კომპიუტერზე Microsoft-ის სისტემური განახლების მომართვა ნაკლებად მოსაბეზრებელი იქნება.
პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტმა, Windows-ის ინსტალაციისას, Cortana-ს ამოქმედების გადაწყვეტილება 2017 წელს მიიღო.
სიახლე Windows 10-ის მორიგი განახლებისას, სავარაუდოდ აპრილში ამოქმედდება. ამავე განახლებაში იქნება ახალი თემა, Windows Sendbox-ის ფუნქცია, ასევე განახლებული emoji და Kaomoji.
