კაცების 4 ტიპი, რომელიც იდეალური გვგონია, მაგრამ საშინელი პარტნიორი ხდება
მამაკაცის ბევრი ტიპი არსებობს. ამ სტატიაში განვიხილავთ 4 კაცს, რომელიც ერთი შეხედვით იდეალური ჩანს, მაგრამ მათი რომანები ხშირ შემთხვევაში კრახით სრულდება.
1. ბიზნესმენი
მართალია ბიზნესმენი რაციონალურია, პრობლემებს დამოუკიდებლად უმკლავდება, ფინანსური კრიზისი არ აქვს და საზოგადოება პატივს სცემს, მაგრამ სასიყვარულო ურთიერთობაში ღირსეულ პარტნიორობას ვერ გაგიწევთ. ის მატერიალისტია, ხშირ შემთხვევაში მისი „გრძნობები” მოგებასა და აღებ-მიცემობაზეა დამოკიდებული. თუ თქვენგან იხეირებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაგიკავშირებთ ცხოვრებას. ბიზნესმენისგან უანგარო გრძნობებს არ ელოდოთ. ამას გარდა ის დროის დიდ ნაწილს სამსახურს დაუთმობს და არა თქვენ. მოგაკლდებათ სითბო და ყურადღება.
2. პოტენციური მამიკო
მასთან ურთიერთობისას მუდმივად რწმუნდებით, რომ არაჩვეულებრივი მამა იქნება. ეს მართლაც მშვენიერია, მაგრამ მოდით „მამიკოს” სხვა კუთხით მიუდექით. მისთვის პირველ ადგილას ყოველთვის შვილი იდგება, მოგაკლდებათ რომანტიკა, სითბო და სიყვარული. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ შორის შვილი ჩადგება, ნაცვლად იმისა, რომ სიყვარულის ნაყოფმა დაგაახლოვოთ. „მამიკო” ყველაფერს საკუთარ თავზე აიღებს და შეიძლება დედის როლიც შეითავსოს. ის აუცილებლად იეჭვიანებს თქვენზე როცა შვილს ეთამაშებით ან მოუვლით მას.
3. პიტერ პენი
ამ ტიპის კაცი არასდროს იზრდება, მუდამ მხიარული, ენერგიული, სიცოცხლით სავსე და პოზიტიურია. მიუხედავად ამისა, რომანში პიტერ პენი აუტანელი ხდება. მას ვერასდროს დაელაპარაკებით სერიოზულად, თავს იკატუნებს, რომ ვერ ამჩნევს პრობლემებს, გაურბის პასუხისმგებლობას, ჭირვეული და ბუტიაა. საბოლოოდ ქალები ასეთი კაცებისგან ყოველთვის მიდიან. ქალი ძლიერ საყრდენს ეძებს, პიტერ პენი კი მყარი კედელი ნამდვილად არ არის.
4. ცუდი ბიჭი
რომანტიკულ კომედიებში ცუდ ბიჭებს კარგი გოგონები არჯულებენ და მერე წყვილი ბედნიერად ცხოვრობს. რეალობაში ასე არ ხდება. ცუდი ბიჭი ძალიან ბევრჯერ გაგიცრუებთ იმედს, გაგხვევთ შარში, აგიშლით ნერვებს, არ გაითვალისწინებს თქვენს აზრს.