ბავშთა სახლში მას ბავშვის არჩევა შესთავაზეს. ქალის ასეთ პასუხს დირექტორი არ ელოდა…
– ძებნის ბიუროა? – იკითხა ტელეფონზე ბავშვის ხმამ.
– კი, პატარავ. დაკარგე რამე?
– დედა დავკარგე, თქვენთან ხომ არაა?
– როგორია დედა? აღმიწერე.
– ძალიან ლამაზი და კეთილია და კიდევ, კატები უყვარს.
– გუშინ ვიპოვეთ მსგავსი ქალბატონი, ალბათ შენი დედიკოა. საიდან რეკავ?
– საბავშვო ბაღი #3-დან.
– კარგი პატარავ, დედიკოს მალე გამოვუშვებთ შენთან. დაელოდე.
და აი ქალი ოთახში შემოვიდა, ყველაზე ლამაზი და კეთილი, ხელში კი კნუტი ეჭირა.
– დედა! – დაუძახა ბავშვმა, მისკენ გაიქცა და მთელი ძალით ჩაეხუტა.
…
ბიჭი საკუთარმა ყვირილმა გააღვიძა. ასეთ სიზმრებს ის თითქმის ყოველ ღამე ხედავდა. ბავშვს ბალიშის ქვეშ სურათი ედო, რომელიც 1 წლის წინ იპოვნა და ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ეს დედაა. დიდხანს უყურა ბიჭმა ფოტოს და მერე ისევ ჩაეძინა.
დილით ბავშვთა სახლის გამგემ, ანგელინამ ბიჭის საწოლთან ქალის ფოტო იპოვნა. აიღო ხელში და ბიჭს ჰკითხა:
– საიდან ეს ფოტო?
– ქუჩაში ვიპოვე.
– და ვინ არის?
-ეს დედაჩემია, – თქვა ბიჭმა და გაიღიმა.
ქალი შეცბა, მან იცნო ფოტოზე გამოსახული ახალგაზრდა ქალი. პირველად ის საბავშვო ბაღში მეგობრებთან ერთად იყო მოსული და მას შემდეგ ბევრს ცდილობდა, რომ ბავშვი აეყვანა, მაგრამ ბიუროკრატიული წესებიდან გამომდინარე უარი უთხრეს, რადგან ქმარი არ ჰყავდა.
ანგელინა კაბინეტში დაბრუნდა. ცოტა ხანში კი მის კარზე კაკუნი გაისმა.
– შეიძლება შემოვიდე? – კაბინეტში ფოტოზე გამოსახული გოგონა შევიდა.
-კი, შემობრძანდით.
ქალმა მაგიდაზე საბუთებით სავსე საქაღალდე დადო.
– აი, როგორც იქნა ყველა საბუთი შევაგროვე.
– კარგია, ახლა რამდენიმე კითხვას დაგისვამ. ხვდებით ეს რამხელა პასუხისმგებლობაა?
– ყველაფერი კარგად მესმის და ვიაზრებ.
– კარგი და როდის ნახავთ ბავშვებს?
– მე არავის ვნახავ, პირველივეს ავიყვან რომელსაც თქვენ მომიყვანთ, – თქვა ქალმა და გამგეს თვალებში ჩახედა.
ანგელინა გაოგნდა.
– მინდა ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც ნამდვილი მშობლების შემთხვევაში ხდება. დედები ხომ შვილებს არ ირჩევენ. არ იციან როგორები დაიბადებიან, მეც მინდა, რომ ნამდვილი დედა ვიყო. – აღნიშნა ახალგაზრდა ქალმა.
– იცით, მე პირველად ვხედავ აქ თქვენნაირ ადამიანს. ისე მოვიქცევი როგორც გინდათ, უკვე ვიცი ვინ იქნება თქვენი შვილი. ის 5 წლისაა და დედამ მიატოვა, ახლავე შემიძლია, რომ მოგიყვანოთ.
-დიახ, მზად ვარ, მანახეთ ჩემი შვილი.
“დედა-შვილს” ძალიან ემოციური შეხვედრა ჰქონდა. ქალმა ბავშვი იმ დღესვე წაიყვანა.
– აბა პატარავ, კარგად იყავი, გვესტუმრე ხოლმე. – დაემშვიდობა ბიჭს ანგელინა.
როცა შენობიდან გავიდნენ ბავშვმა დედას კითხვა დაუსვა:
– დედა, კატები გიყვარს?
– ვაღმერთებ, სახლში ორი კატა გვყავს იცი?
პ.ს. შესაძლოა ანგელოზების არ გჯერათ, მაგრამ ანგელოზებს სჯერათ თქვენი.