Header Ads

მიხეილ ცაგარელი პარლამენტის თავმჯდომარეს ურჩევს, რუსეთზე ილოცოს



ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი პარლამენტის თავმჯდომარეს რჩევას აძლევს.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი, მისივე სიტყვებით, სააკაშვილის მოწამლული პროპაგნადით გაჟღენთილ, პარლამენტის თავმჯდომარეს რუსეთის მიმართ გაკეთებული უარყოფითი განცხადებების ნაცვლად, ურჩევს მასზე ილოცოს, რადგან მისივე სიტყვებით, 50 წლის შემდგომ, შესაძლოა ქართველმა ერმა ურუსეთოდ, საერთოდ არ იარსებოს.

ცაგარელის თქმით, ირაკლი კობახიძე, ისევე როგორც მისი წინამორბედი, თინა ხიდაშელის მეუღლე , როგორც მას საზოგადოებაში იცნობენ, დავით უსუფაშვილი შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ სიმშვიდის განსახიერება არიან, თუმც კრიტიკულ სიტუაციაში ორივე არაპროგნოზირებადები ხდება : – „ირაკლი კობახიძეს ვურჩევ შინაგანი სიმშვიდე წინა პლანზე წამოწიოს და სიტყვები გააკონტროლოს. როგორც ჩანს, სააკაშვილის მიერ მოწამლული პროპაგანდით არის გაჟღენთილი და რუსეთს კარგად არ იცნობს. სხვებისგან განსხვავებით, ჩრდილოელი მეზობელი ყველაზე ლმობიერი იმპერიაა. რუსეთის ცინიკურად მოხსენიებას სჯობს, კობახიძემ მასზე ილოცოს, თორემ 50 წლის შემდეგ მისი შთამომავლობა და საერთოდ ქართველი ერი აღარ იარსებებს.“- აცხადებს ცაგარელი.
    Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.