კიევში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი დააკავეს (video)
უკრაინელმა სამართალდამცველებმა პედოფილიის ბრალდებით საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი დააკავეს.
sarbieli.ge-ს ინფორმაციით, ზაინბახერის მიმართ ვენის პროკურატურა 3 წლის მანძილზე ატარებდა გამოძიებას, რის შემდეგაც ყოფილ სპორტსმენს ბრალი წაუყენეს. სავარაუდოდ საქმე მისი ერთ-ერთი მსხვერპლის განცხადების საფუძველზე აღიძრა.
57 წლის ავსტრიელს 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში სამი გოგოს გაუპატიურება ედება ბრალად. იმ პერიოდში ზაიზენბახერი ვენის ერთ-ერთ სპორტულ კლუბში მუშაობდა. ავსტრიის კანონმდებლობის თანახმად, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზაინბახერს 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
პეტერ ზაიზენბახერმა ოლიმპიური ოქროს მედლები, 1984 წელს ლოს-ანჯელესის და 1988 წელს სეულის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა. იგი პირველი ძიუდოისტი გახდა ისტორიაში, რომელმაც გამარჯვება ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო. პეტერ ზაიზენბახერი საქართველოს ძიდუოისტთა ნაკრებს 2010-12 წლებში წვრთნიდა. მისი მწვრთნელობის პერიდში 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა შავდათუაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.