ზაჰესის დასახლებაში ხანძარია
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, თბილისში, ზაჰესის დასახლებაში ცეცხლი ბალახებს და ბუჩქებს გაუჩნდა.
რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, ჯერ უცნობია. როგორც უწყებაში ამბობენ, ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფია გასული.
