Header Ads

1990-იან წლებში რუსეთში საწამლავ „ნოვიჩოკის“ გაქრობის დეტალები ცნობილია

ქიმიკოსი ლეონიდ რინკი, რომელიც ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერება 'ნოვიჩოკის', დამზადებაში იღებდა მონაწილეობას, 1995 წელს დაკითხვის დროს, როდესაც საქმე ეხებოდა 'როსბიზნესბანკის' ხელმძღვანელის ივან კიველიდის მკვლელობას მოსკოვში, რამდენჯერმე შეცვალა ჩვენება. ამის შესახებ გამოცემა Republic-ი დაკითხვის 4 პროტოკოლზე დაყრდნობით. წერს.

რინკი 1997 წლამდე ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის 'შიხანის' ხელმძღვანელი იყო და დაახლოებით 1985 წლიდან 'ნოვიჩოკის' კლასის ნივთიერებებს სწავლობდა. ის კიველიდის მკვლელობის საქმეში მთავარი თვითმხილველი იყო.

გამოძიებამ დაადგინა, რომ პროფესორმა ნივთიერება დაამზადა. 1996 წელს უსაფრთხოების სამსახურმა მის სეიფში ძლიერმოქმედი საწამლავის სპექტროსკოპიული ანალიზის მასალები იპოვეს. რინკი იძახდა, რომ მან გაანადგურა ნივთიერება, თუმცა ვერ დაამტკიცა. ქიმიკოსი სისხლის სამართლის მუხლით ვერ გაასამართლეს, რადგან ეს მაშინ იურიდიულად შეუძლებელი იყო: საწამლავი იყო ახალი და არ შედიოდა საშიში ნივთიერებების სიაში. საიდუმლო ინფორმაციის დარღვევის გამო ის ინსტიტუტიდან გააგდეს. 3 წლის შემდეგ დადგინდა, რომ კიველიდი სწორედ ამ ნივთიერებით მოწამლეს, რომელთა სპექტრები პროფესორის სეიფში იპოვეს.

კიველიდის მკვლელობის შემდეგ რინკი დაკითხვაზე დაიბარეს, რომლის დროსაც პროფესორმა ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. ბოლო ვერსია, რომელიც პოლიციამ ყველაზე დამაჯერებლად ჩათვალა 2000 წლის იყო. ისტორიის მთავარი გმირი ქიმიკოსის ნაცნობი გვარად რიაბოვია, რომელიც კრიმინალურ წრეებში ტრიალებდა და პროფესორს მუქარით აიძულებდა ქიმიური ნივთიერების მიცემას. ლაბორატორიაში რიაბოვისთვის ნივთიერების სინთეზირება ქიმიკოსმა კოშელევამ მოახდინა, რომელსაც ფული სჭირდებოდა. ის ფიქრობდა, რომ ასრულებდა სამხედრო განყოფილების განკარგულებას, რომელიც ინსტიტუტთან დიდი ხანია თანამშრომლობს. სწორედ ეს ნივთიერება დარჩა სეიფში, რომელიც მანამდე ძალოვნებმა იპოვეს.

პროკურატურის მასალებზე დაყრდნობით Republic-მა დათვალა, რომ რინკმა ლაბორატორიიდან 2,25-3,27 გრამის, 9-14 ამპულა 'ნოვიჩოკი' მოიპარა. ასეთი რაოდენობით, 4 ათასამდე ადამიანის მოწამლვაა შესაძლებელი. 

კიველიდი ტელეფონის ყურმილზე წასმული საწამლავის შეყნოსვის დაიღუპა. სასამართლომ დამნაშავედ მისი ბიზნესპარტნიორი ვლადიმერ ხუციშვილი ცნო. რინკი სასამართლომ გაუგებარი მიზეზების გამო არ დასაჯა. 

რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის ოფიცერი და რუსეთში ბრიტანეთის ჯაშუში სერგეი სკრიპალი 14 მარტს მოწამლეს ნივთიერებით, სახელად 'ნოვიჩოკი', რასაც ლონდონსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური სკანდალი მოჰყვა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.