რეგიონების განსავითარებლად, 14-29 წლის ახალგაზრდებისაგან საინიციატივო ჯგუფები შეიქმნება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდულ მიმართულებაზე პასუხისმგებელ პირებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები 14-29 წლის ახალგაზრდებისაგან საინიციატივო ჯგუფების შექმნა იყო, ასევე - მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტებსა და სამოქალაქო აქტივობებში.
ფორუმი ორდღიანია და მასზე განსახილველ საკითხებს შორისაა: მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება, ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის ხელშეწყობა, ახალგაზრდებში დასაქმებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარება, ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის და მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ანტინარკოტიკული კამპანია.
შეხვედრა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტის „CYNC ქსელი” ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაზე განხორციელდა.
სრულად
