Header Ads

თეა წულუკიანი პაპუნა უგრეხელიძის საქმეზე მორიგ კომენტარს აკეთებს

თეა წულუკიანი პაპუნა უგრეხელიძის საქმეზე  მორიგ კომენტარს აკეთებს. მან უგრეხელიძესთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას პარლამენტში უპასუხა.

'ძალიან სამარცხვინოა, როდესაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ხდება ტყუილზე დაფუძნებით, - მე ეს ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი. ჩვენ ქალებს გვაქვს ერთი მიზანი ჩვენი უფლებების კიდევ უფრო გამყარება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული თუკი ჩვენ ვერ განვასხვავებთ ერთმანეთისგან შეურაცხყოფას, სექსუალურ შევიწროებას, ძალადობას - ვერბალურს და ფიზიკურს. ამ ყველაფერს თუ ერთმანეთში ავურევთ, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა იქნება შეფერხებული, ხოლო თუ ტყუილით ვივლით წინ, ეს ბრძოლა იქნება წარუმატებელი.

მსხვერპლმა რომელმაც რუსთავი2-ის ეთერში სახედაფარული მოგვევლინა, მე მომმართა რეაგირებისათვის იმ დღეს, როდესაც პაპუნა უგრეხელიძემ დატოვა სამსახური. შესაბამისად, მან იკადრა ტყუილი, როდესაც საზოგადოებას უთხრა, თითქოს მე ვიცოდი ამის შესახებ და ვუთხარი, რომ მერე რა მოხდა - ეს მხოლოდ ვერბალური ამბავია-მეთქი. შესაბამისად, როდესაც ამხელა ტყუილს კადრულობს ე.წ. მსხვერპლი, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა წინ ვერ წავა.

...როდესაც უგრეხელიძე დაბრუნდა მივლინებიდან მან მოიტანა საქმის მასალები, რომელიც მე სხვაგვარად არ მექნებოდა. იქ დევს ექსპერტიზის დასკვნა სხვებს შორის, რომელიც ადასტურებს, რომ ის მისამართი, საიდანაც თითქოს გაიგზავნა უგრეხელიძის მხრიდან შეურაცხმყოფელი ფრაზები, მას არ უნდა ეკუთვნოდეს. ამიტომაც, დაველოდოთ სასამართლო განხილვის შედეგებს. რაც მთავარია, აღარასოდეს, მომავალში, არცერთმა არ ვიკადროთ ტყუილი, რადგან ჩვენ, ქალებს, ტყუილი გვაყენებს ძალიან დიდ ზიანს ამ ბრძოლაში', - განაცხადა თეა წულუკიანმა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა პაპუნა უგრეხელიძემ გადადგომის მიზეზების განმარტებისას განაცხადა, რომ ქალს, რომელმაც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, მეუღლის სამსახურიდან გათავისუფლების გამო შურისძიება ამოძრავებდა.

უგრეხელიძე საჯარო რეესტრის ხელმძღვანელის პოსტიდან 27 მარტს გადადგა. ის ამ პოზიციაზე 2013 წლიდან მუშაობდა. თეა წულუკიანმა პაპუნა უგრეხელიძის განცხადება, თანამდებობის დატოვების შესახებ დააკმაყოფილა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.