ბათუმი თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს უმასპინძლებს

1 აპრილს ბათუმში, ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯის“ ორგანიზებით, თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2018 გაიმართება.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ყველა სახეობის თევზი და ზღვის პროდუქტი, რომელიც საქართველოში მოიპოვება. მასში მონაწილეობას მიიღებენ მეთევზეები აჭარიდან, გურიიდან, სამეგრელოდან და იმერეთიდან, ასევე, ბიომეურნეობები.
დაგეგმილია ფლეშმობი აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეების ჩართულობით, ასევე ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლა. გაიმართება სპორტული თევზჭერის მასტერკლასები - „დაიჭირე-გაუშვი”.
სრულად
