Header Ads

ამერიკული სერიალის Homeland-ის გმირი საქართველოშია

ცნობილი მსახიობი ნუმან აჯარი საქართველოშია. ქართველი მაყურებელი მას კარგად იცნობს ამერიკული სერიალიდან „სამშობლო“ (Homland) ჰასამ ჰაკანის როლის შესრულებისთვის და სერიალიდან „გაქცევა“ (Prison Break), რომელშიც ის აბუ რამალის როლს თამაშობს. ის პირველად „იმედის კვირის“ ჟურნალისტს, მარიამ ოშხნელს შეხვდა და ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

ნუმარ აჯარი, მარიამ ოშხნელი

გერმანიაში მცხოვრებ, წარმოშობით თურქ მსახიობს მას შესრულებული აქვს როლები ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა: „ტალღის ქიმნზე“, „დიდი კედელი“, „ალი და ნინო“, In the fade. ბოლო როლი, მან გაი რიჩის ფილმში „ალადინი“ შეასრულა, რომელიც კინოეკრანებზე 2019 წელს გამოვა.

ის თუ რა მიზნით ესტუმრა ნუმარ აჯარი საქართველოს, ამის შესახებ ვრცელ რეპორტაჟს და მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს მაყურებელი 1 აპრილს, გადაცემაში „იმედის კვირა“ იხილავს.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.