Header Ads

გადასახადის გადამხდელებს სერვისცენტრის ავტომობილები 30 ლოკაციაზე მოემსახურება

2 - 30 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 30 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

RS CAR-ის განთავსების მისამართები და დროები შეგიძლიათ, ნახოთ ბმულზე.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.