SF Motors-მა პირველი ელექტრო ავტომობილის კონცეფცია წარადგინა

ჩინური ავტმობილების მწარმოებელმა SF Motors-მა ახალი SF5 ელექტრო ავტომობილის კონცეფცია წარადგინა. ამის შესახებ CNBC წერს.
ავტომობილი ნასვამ მძღოლს მისი მართვის საშუალებას არ მისცემს. ინჟინრებმა ამისთვის მანქანაში ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს, რომელიც მძღოლს ალკოტესტს ჩაუტარებს.
ეს SF Motors-ისთვის პირველი ელექტრო ავტომობილია. დატენილ მდგომარეობაში მანქანა 500 კილომეტრ მანძილს ფარავს. SF5 ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდება.
სრულად
