რუსთავში ბუნებრივი აირით ჩვილი და ორი ქალი მოიწამლა

რუსთავში, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, მე-12 მიკრო რაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ინფორმაციას სააგენტო 'ინტერპრესნიუსი' ავრცელებს.
ინტოქსიკაციის სიმპტომებით 50 წლისა და 26 წლის ქალბატონები, ასევე ოთხი თვის ჩვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შუახნისა და ახალგაზრდა ქალბატონები, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. ოთხი თვის ჩვილი კი - რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში.ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სრულად
