Header Ads

ბელგიამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობა დაასახელა

ბელგიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ფეხბურთელები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რუსეთში გასამგზავრებლად იბრძოლებენ. აღსანიშნავია, რომ 28 კაციან სიაში 'წითელი ეშმაკების' ლიდერი და “რომას“ შუახაზელი რაჯა ნაინგოლანი ვერ მოხვდა.

ბელგიის ნაკრების განაცხადი:

მეკარეები: კოენ სტელსი (“ვოლფსბურგი“, გერმანია), ტიბო კურტუა (“ჩელსი“, ინგლისი), სიმონ მინიოლე (“ლივერპული“, ინგლისი), მატც ზელსი ('ანდერლეხტი').

მცველები: ტობი ალდერვეირელდი, იან ვერტონგენი (ორივე - “ტოტენჰემი“, ინგლისი), დედრიკ ბოიატა ('სელტიკი', შოტლანდია), ვენსან კომპანი ( “მანჩესტერ სიტი“, ინგლისი), ლორან სიმანი (“ლოს ანჯელე გელექსი“, აშშ), ლეანდერ დენდონკერი (“ანდერლეხტი“), კრისტიან კაბასელე (“უოტფორდი“, ინგლისი), ჟორდან ლუკაკუ (“ლაციო“), მენიე (პსჟ), ტომას ვერმალენი (“ბარსელონა“, ესპანეთი ), ტომას მენიე (პსჟ, საფრანგეთი).

ნახევარმცველები: იანიკ-ფერეირა კარასკო (“დალიან იფანი“, ჩინეთი), ნასერ შადლი (“ვესტ ბრომვიჩი“, ინგლისი), კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი“, ინგლისი), მუსა დემბელე (“ტოტენჰემი“, ინგლისი), ედენ აზარი (“ჩელსი“, ინგლისი), თორგან აზარი ('მიონხენგლადბახი', გერმანია), ადნან იანუზაი (“სოსიედადი“, ესპანეთი), იური ტილემანსი (“მონაკო“, საფრანგეთი), აქსელ ვიცელი (“ტიანცძინ ციუანძანი“, ჩინეთი), მარუან ფელაინი ('მანჩესტერ იუნაიტედი', ინგლისი).

თავდამსხმელები: მიჩი ბაჩუაი (“ჩელსი“, ინგლისი), კრისტიან ბენტეკე (“კრისტალ პალასი“, ინგლისი), რომელუ ლუკაკუ (“მანჩესტერ იუნაიტედი“, ინგლისი), დრის მერტენსი (“ნაპოლი“, იტალია).

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინისგერმანიის და ინგლისის ნაკრების წინასწარი შემადგენლობა უკვე დასახელდა. ცნობილია 2018-ის ჰიმნის ავტორიც.  

რუსეთი მსოფლიო თასს ქვეყნის მასშტაბით 11 ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში უმასპიძლებს. მსოფლიო მასშტაბის საფეხბურთო ღონისძიება სტარტს 14 ივნისს აიღებს და ერთ თვეს გასტანს. 

OFFICIAL: Roberto Martinez has announced Belgium's provisional 28-man squad for the 2018 World Cup.

Four goalkeepers. No Radja Nainggolan. pic.twitter.com/xTDeO8gX8P

— Squawka News (@SquawkaNews) May 21, 2018
სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.