ჩინეთი შობადობაზე ყველა შეზღუდვის მოხსნას გეგმავს

ჩინეთმა შობადობის ლიმიტის შესახებ კანონს შესაძლოა მიმდინარე წელს გადახედოს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
საუბარია შვილის გაჩენაზე დაწესებულ კვოტაზე, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ჩინურ ოჯახს ორზე მეტი შვილის ყოლის უფლება არ აქვს.
სხვადასხვა უცხოური გამოცემები ხალხზე დაყრდნობით წერენ. რომ ამ საკითხის გადახედვის და ადგილობრივებისთვის სასიკეთოდ გადაწყვეტის შემთხვევაში ადამიანის უფლებების ხელყოფას ბოლო მოეღება. რაც პარალელურად ამ მიმართულებით ქვეყნის მთავრობის კრიტიკას გარკვეულწილად შეამცირებს.
ჩინეთში ერთი შვილის ყოლის პრაქტიკა 1970-იანი წლებიდან ამოქმედდა. ამ საკითხის გადახედვა ჩინეთის მთავრობამ ჯერ კიდევ 2015 წლის ოქტომბერში დაანონსა. 2016 წლის პირველი იანვრიდან კი ჩინელებს საშუალება მიეცათ ერთის მაგიერ ორი შვილი ჰყოლოდათ.
სრულად