Header Ads

პომპეო: ირანს ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დავუწესებთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ირანს 'ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დაუწესებენ'. მისი თქმით, ის აშშ-ის ეკონომიკისთვის 'იბრძოლებს', მას შემდეგ, რაც სანქციები ძალაში შევა.

8 მაისს ტრამპმა განაცხადა, რომ 2015 წლის ირანის ბირთვულ შეთანხმებას ტოვებდა, რითაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის რისკი გაზარდა და ევროპელი მეგობრები გაანაწყენა

9 მაისს ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი ირანის წინააღმდეგ სანქციებს 180 დღეში აღადგენს.

2015 წელს აშშ-მა, საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა ირანთან მიღწიეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თეირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის სანაცვლოდ საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ირანის მიერ ნავთობით ვაჭრობის აკრძალვის გაუქმებას.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.