27 მაისს NASCAR-ის ავტომრბოლელი ქალი ჯენიფერ ჯო კობი საქართველოში ჩამოვა

27 მაისს, ამერიკული ავტორბოლის, NASCAR-ის მრბოლელი საქართველოში ჩამოვა. აღსანიშნავია, რომ ის ქალია. ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
კვირას, 27 მაისს, 11:00 საათზე ჯენიფერ კობი მონაწილეობას მიიღებს ავტორბოლის პირველ მონაკვეთში ზოი უიტეკერთან, ბრიტანელ ავტომრბოლელ ქალთან ერთად. ღონისძიება იმართება ქართულ-ბრიტანულ სავაჭრო პალატასა და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით.
ჯენიფერ კობი არის პროფესიონალი ავტომრბოლელი, NASCAR-ის გუნდის მფლობელი, სპიკერი და მეწარმე. ჯენიფერმა ავტორბოლა დაიწყო NASCAR-ის შექმნის პირველი დღეებიდან კანზას სიტიში, 1991 წელს.
მას ჰყავს თავისი გუნდი და მონაწილეობს NASCAR-ის შეჯიბრებებში, რომელიც იმართება როგორც ამერიკაში, ასევე მსოფლიოში.
სრულად