Starbucks-ში აღარ იქნება საჭირო პროდუქტის შეძენა, რათა კაფის საპირფარეშო გამოიყენოთ

კომპანია Starbucks-მა თავის კაფეებში არამხოლოდ კლიენტებს მისცა უფლება გამოიყენონ საპირფარეშო, არამედ ყველა სტუმარს, რომელიც კაფეს ეწვევა, განურჩევლად იმისა შეიძენს ის რამეს თუ არა. შესაბამისი ცვლილება კომპანიის წესებში შევიდა, ხოლო თანამშრომლებმა შესაბამისი ინსტრუქცია მიიღეს.
ახალი წესი 12 აპრილს მომხდარი ინციდენტის შემდეგ შემოიღეს, როდესაც Starbucks-ის კაფეში ფილადელფიაში, ორი აფროამერიკელის გამო პოლიცია გამოიძახეს, რომლებიც კაფეში ისხდნენ და არაფერი შეუკვეთეს. ინციდენტს დიდი რეზონანსი მოჰყვა, რადგან ცნობილი ყავის კომპანია ყოველთვის მანამდე იცავდა უმცირესობების უფლებებს.
სრულად