Header Ads

ბორჯომის ტყის ნახანძრალ ტერიტორიაზე დასუფთავების სამუშოები დაიწყო

ბორჯომში 2017 წლის ზაფხულში დამწვარი ტყის აღდგენითი სამუშაოები იწყება. ამ ეტაპზე ჯერ დამწვარი ტერიტორიების დასუფთავება დაიწყეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის ნათია იორდანიშვილის თქმით, ბორჯომის ტყეში ახალი ნერგები შემოდგომაზე დაირგვება.

იორდანიშვილმა დასძინა, რომ ტყის განაშენიანების პროექტი მზად არის და მას საზოგადოებას შემდეგ კვირაში გააცნობენ.

ბორჯომის ხეობაში 2017 წლის 20 აგვისტოს ხანძარმა 752 ჰექტარი მოიცვა, საიდანაც 525 ძველი ნახანძრალი ტერიტორიაა.


სრულად
Автор изображений для темы: Jason Morrow. Технологии Blogger.